მთავარ შიგთავსზე გადასვლა
Voltio

ანგარიშის წაშლა

დრაფტი: ტექსტი დამტკიცებას ელოდება. ყვითლად მონიშნული ადგილები შესავსებია.

Voltio-ს ანგარიშის და მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების წაშლა ორი გზით შეგიძლია. ორივე უფასოა.

გზა 1. აპიდან (უმალვე)

  1. გახსენი Voltio აპი (iOS, Android ან app.voltio.ge) და შედი ანგარიშზე.
  2. გადადი ჩანართზე პროფილი.
  3. ჩამოდი ბოლოში, განყოფილებაში სახიფათო ზონა, და დააჭირე ანგარიშის წაშლა.
  4. წაიკითხე, რა მოხდება, შეიყვანე პაროლი და დაადასტურე წაშლა. თუ ანგარიში Google-ით ან Apple-ით შექმენი და პაროლი არ გაქვს, დააჭირე „დადასტურება Google-ით“ ან „დადასტურება Apple-ით“ და შედი იმავე ანგარიშით.

ანგარიში მაშინვე იშლება და ყველა მოწყობილობიდან გამოხვალ.

გზა 2. ელფოსტით

თუ აპზე წვდომა აღარ გაქვს, მოგვწერე [მხარდაჭერის ელფოსტა, მაგ. support@voltio.ge] იმ ელფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირდი (Apple-ის „Hide My Email“-ის შემთხვევაში — იმ ელფოსტიდან, რომელზეც Apple წერილებს გიგზავნის). თემა: „ანგარიშის წაშლა“. წერილში მიუთითე ანგარიშზე მიბმული ტელეფონის ნომერი.

ვინაობის დადასტურების შემდეგ ანგარიშს წავშლით [ვადა, მაგ. 30 დღის] განმავლობაში და დასრულებისას შეგატყობინებთ.

წაშლამდე

  • წაშლა შეუძლებელია მიმდინარე დატენვის ან აქტიური ჯავშნის დროს. ჯერ დაასრულე დატენვა ან გააუქმე ჯავშანი.
  • საფულის ნაშთი ავტომატურად არ ბრუნდება. თუ თანხის დაბრუნება გინდა, წაშლამდე მოგვწერე [მხარდაჭერის ელფოსტა].
  • წაშლის გაუქმება შეუძლებელია. იმავე ელფოსტით მოგვიანებით ახალი ანგარიშის შექმნა შეგიძლია, მაგრამ ძველი ისტორია არ აღდგება.

რა იშლება და რა ინახება

მონაცემირა ემართება
სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი, პროფილის ფოტო, პაროლიიშლება
Google / Apple-ის მიბმაიშლება. Apple-ით შესვლისას Apple-ს ვუგზავნით მოთხოვნას Voltio-ს წვდომის გასაუქმებლად. იმავე Google / Apple ანგარიშით ხელახლა შესვლა ახალ, ცარიელ ანგარიშს შექმნის
ავტომობილები, ორგანიზაციის წევრობაიშლება
შესვლის სესიები, ავტოგადახდაუქმდება
RFID ბარათებიითიშება და დამტენზე აღარ მუშაობს
რჩეული სადგურები, შენახული მოგზაურობები, push tokenიშლება
სადგურების შეფასებებირჩება ავტორის სახელის გარეშე („Deleted User“)
დატენვებისა და გადახდების ისტორიაინახება ანონიმურად, შენთან კავშირის გარეშე, [ვადა, მაგ. 6 წელი], საგადასახადო და ბუღალტრული ვალდებულების გამო

დეტალები: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.